“ამ ქვეყანაში ჩემი შვილისთვის მუდმივად საფრთხეს ვგრძნობ.” – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, მას სააკაშვილის მნახველების შეზღუდვა გამართლებულად არ მიაჩნია:

“კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა დავინახავ, რომ ჩემი შვილი არის თავისუფალი.

ბოლოს რომ ვნახე, იყო სუსტად, სიარული უჭირდა და წოლა ერჩია. არ ვარ ექიმი და შემფასებლად ვერ გამოვდგები, მაგრამ, ზოგადად, ვერ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ამ ქვეყანაში ჩემი შვილისთვის მუდმივად საფრთხეს ვგრძნობ.

მნახველების შეზღუდვა გამართლებულად არ მიმაჩნია, რადგან მნახველები იქ გასართობად არ შედიან. ადამიანს სჭირდება მუდმივად ინფორმაცია. ესენი მისი კოლეგები არიან. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა შეცვლილიყო ეს მდგომარეობა. წინა შემთხვევაში უშვებდნენ პარლამენტარებს, მის კოლეგებს, მეგობრებს და ახლა რატომ შეწყდა, ჩემითვის გაუგებარია და მიმაჩნია, რომ ეს არის გაუმართლებელი.” – თქვა ალასანიამ.

მისივე თქმით, კმაყოფილი იქნება მაშინ, როდესაც დაინახავს, რომ მისი შვილი თავისუფალია:

“რაც შეეხება კმაყოფილებას, რითი უნდა ვიყო კმაყოფილი? კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა დავინახავ, რომ ჩემი შვილი არის თავისუფალი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ მდგომარეობას, რაც ჩვენს თავს ხდება, ვერასოდეს წარმოვიდგენდი.” – განაცხადა გიული ალასანიამ.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები