კომპანია „როდოსი“, რომელიც აჭარის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ბათუმში ოპერირებს, მომხმარებელს ავტომობილებთან დაკავშირებით, მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

„როდოსის“ ავტო სერვისცენტრში შესაძლებელია როგორც სასურველი პროდუქციის შეძენა, ისე სხვადასხვა ტიპის სერვისის მიღება.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიის მენეჯმენტში განუცხადეს, „როდოსში“ მომხმარებელს შეუძლია ყველა სახის ავტომობილისთვის (სატვირთოები, ავტობუსები, მსუბუქი მანქანები) საჭირო სერვისი მიიღოს სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად.

  • ყველა სახის ავტომობილის საქარე მინების შეცვლა;
  • ძრავის ზეთის შეცვლა
  • ზეთის შეცვლა ავტომატურ გადაცემათა კოლოფში
  • ჰაერის, სალონის ფილტრების გამოცვლა
  • ყველა ტიპის მსუბუქ ავტომობილზე სამუხრუჭე დისკების გაჩარხვა, ასევე სამუხრუჭე სითხის შეცვლა;
  • მსუბუქ ავტომობილებზე შუქების გასწორება და ფარების პოლირება

აღსანიშნავია, რომ ავტოსერვისცენტრმა „როდოსი“ საქარე მინების შეცვლის მიზნით, ადგილზე გამოძახების სერვისიც დაამატა, რომელიც ხელმისაწვდომია ბათუმში და მიმდებარე ტერიტორიებზე.

„აღსანიშნავია, რომ გარკვეულ სერვისს ჩვენს კლიენტებს სრულიად უფასოდაც ვთავაზობთ… უფრო კონკრეტულად, ყველა სახის მსუბუქ ავტომობილზე და სამარშრუტო ტაქსებზე (მერსედეს სპინტერზე და ფორდ ტრანზიტზე) სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა უფასოა, ასევე უსასყიდლოდ ვახორციელებთ ყველა სახის ავტომობილზე ელექტრო დიაგნოსტიკას“, – აცხადებენ „როდოსში“.

ცნობისთვის, ავტო-სერვისცენტრი „როდოსი“ მდებარეობს ბათუმში, მისამართი: ფრიდონ ხალვაშის გამზირი, 6 ჩიხი #1,(ხელვაჩაურის გზის პირას). ტელ: 571251515.

 

მსგავსი თემები