10 აგვისტოს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 87 წელი შეუსრულდებოდა. ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt ამ თარიღს ყოველ წელს სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტით აღნიშნავს. წელს გია ყანჩელის ხსოვნას ბათუმის მერიის ხელშეწყობით 5 საფესტივალო საღამო მიეძღვნება.

ხვალ, 4 აგვისტოს ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. ახალი თაობის საუკეთესო მუსიკოსები კონცერტს გამართავენ პროექტის პარტნიორის, სასტუმრო „ლე მერიდიენის“ ულამაზეს ვერანდაზე დასაწყისი 21:00 საათზე.

არტისტები: ლუკა თოფურია Keyboard, ლაშა დეისაძე Guitar, ლევან დეისაძე Bass, გიორგი კაპანაძე Drum. სპეციალური სტუმრები: MC ტატო რუსია, DJ თემურიკო დიასამიძე, ლიზა კერესელიძე.

პროექტის წარმდგენია კონცეპტArt, მასპინძელი – Le Méridien Batumi საინფორმაციო მხარდამჭერები – რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა, საინფორმაციო ცენტრი 118-08.

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები