ექსპერტი გია ხუხაშვილი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

ხუხაშვილი “ოცნებაზე”: როდესაც დღევანდელ აქციას ნაცების ორგანიზებულს არქმევენ, იმაზე აღარ ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი ხალხი რომ მოვა და იმათ ნაცებად ასაღებენ

როგორც ხუხაშვილი წერს, მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ აქციას “ნაცების” შეკრება უწოდა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ აქციაზე მათი მხარდამჭერებიც იყვნენ, ნიშნავს იმას, რომ თავადაც “ნაცები” არიან:

“გუშინ ხომ ამბობდით, “ნაცების” აქციააო – დაინახეთ, რომ ამდენი “ნაცი” პრობლემაა… კაი.

დღეს ამბობთ, რომ იქ თქვენი მხარდამჭერებიც იყვნენ – თუ თქვენი მხარდამჭერები და მეგობრები იქ იმას უკრავდნენ ტაშს, რასაც ხელისუფლებაზე ამბობდნენ გამომსვლელები, თქვენც ნაცები ყოფილხართ… უბრალოდ, ჯერ არ იცით ამის შესახებ…”- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

კალაძე: დღევანდელი აქცია არის “ნაციონალური მოძრაობის”, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი

დავითულიანი: აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც

ყაველაშვილი: გუშინ, უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება

არჩილ თალაკვაძე: მოგმართავთ მშვიდობიანი მანიფესტანტების ქურქებში გამოწყობილ რადიკალებს, რომლებიც გუშინ უკანა რიგებში იმალებოდით, ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს გვაერთიანებს, მათ შორის ბევრი გუშინ იდგა რუსთაველზე

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები