პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ  “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გარკვეულწილად, დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბის მძე­ვა­ლია.

“ბიძინა ივანიშვილის მეუღლე გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს და მე­ნატ­რე­ბა დღე­საც” – ხუხაშვილი ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობაზე საუბრობს

ამის შესახებ ხუხაშვილმა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “ლანჩთა­იმ­ში” ბიძინა ივანიშვილზე საუბრის დროს განაცხადა.

“გარკვეულწილად, ის დღეს ვი­თა­რე­ბის მძე­ვა­ლია. მან ვერ გა­უძ­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მოც­დას, სა­ერ­თოდ ძალაუფლების გამოცდა, ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­მოც­და, რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს და­ე­მარ­თოს ცხოვ­რე­ბა­ში.

ვერ გა­უძ­ლო, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბია, რა­ზეც ჩვენ არ ვსა­უბ­რობ­დით, ვალედბულებებია, რაც მე არ ვი­ცო­დი”, – თქვა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ბო­ლომ­დე ცდი­ლობ­და ის შეენარცუნებინა:

“ბო­ლომ­დე ცდი­ლობ­და შე­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნე. ბო­ლოს კა­ტე­გო­რი­უ­ლად რომ ვუ­თხა­რი არა, ამის შემ­დეგ, ჩვე­ნი ერთ-ერთი სა­ერ­თო მე­გობ­რის პი­რით შე­მო­მით­ვა­ლა და ჩა­მიყ­ვა­ნა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ურეკ­ში. იქ კი­დევ შე­ე­ცა­და ჩემ მო­თაფვ­ლას და კონ­კრე­ტულ რა­ღა­ცას მთა­ვა­ზობ­და და მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვუ­თხა­რი. მერე ბევ­რმა თქვა, რომ ვი­თომ გა­მო­მაგ­დო. ნორ­მა­ლუ­რად დავ­შორ­დით, მაგ­რამ მერე, რომ მივ­ხვდი საით მი­დი­ო­და ყვე­ლა­ფე­რი, სის­ტე­მის თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი კრი­ტი­კა და­ვი­წყე.

ვცდი­ლობ­დი გა­მოს­წო­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი დე­რე­ფა­ნი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა და ამის ილუ­ზია დღემ­დე მაქვს”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები