ინტერნეტში გავრცელებული ფარული ჩანაწერები კვლავ ურთიერთბრალდებების მთავარი თემაა. ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ჩანაწერების სავარაუდო გავრცელების სურვილთან დაკავშირებით ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ  პარტიაში “საქართველოსთვის.”

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტიისთვის ბრძოლის ამგვარი ხერხები მიუღებელია.

“გასარკვევია, საიდან მოდის, რა მიზანს ემსახურება და საერთოდ, ავთენტურია თუ არა ის დოკუმენტები, რაც გამოქვეყნდა. ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლაში ეკლესიის გვერდით ვართ, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია მსგავსი ფორმებით ბრძოლა ვინმესთან და მით უმეტეს, ეკლესიასთან.

რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს – ასეთი ბრალდებები აქამდეც მოვისმინეთ და ამის შემდეგაც მოვისმენთ. ერთი რამის თქმა შეიძლება – უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება”,- აცხადებს ხოჯევანიშვილი.

“დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია…” – წულუკიანი გახარიას მხარდამჭერებს მიმართავს

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები