ხატია სიჭინავა ინგა გრიგოლიას გადაცემას „რეაქცია“ ეწვია და ისაუბრა იმის შესახებ, როგორი მნიშვნელოვანია, რომ სკოლა პირველ ოქტომბერს მაინც დაიწყოს. მისთვის გაუგებარია, თუკი ხალხი რეგულაციას დაიცავს, რა საჭიროა ჩაკეტვა.

ხატია სიჭინავა:

როცა მათ ვირჩევდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგს ვაკეთებდი. დღეს, როცა ვხედავ, რამხელა პრობლემების წინაშე დაგვაყენეს მთელი ერი და არ ესმით ხალხის ხმა, თავისთავად, ჩვენ მოვიყვანეთ და ჩვენვე გავაცილებთ. მთავრობას არ აქვს იმხელა ძალა, რამხელაც აქვს ხალხს. სააკაშვილსაც იგივე ეგონა, რომ ხალხი ვერ გააცილებდა. მიშას სიძულვილის გამო მივეცით ამათ ხმა, რადგან არ ვიცოდით, ესენი რისი გამკეთებლები იყვნენ.

დედის გადმოსახედიდან გეტყვით – ჩემი შვილები არიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები. ონლაინსწავლება არის აბსოლუტურად გაუმართავი, შეუმდგარი, არაფერში წერია, ვერც ერთი ვერ იგებს, რა ხდება.

ოთხი შვილი მყავს. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს სახლში სამი საკლასო ოთახი და პატარა ბავშვი, რომელიც წინ დ აუკან უნ და ვატარო. კარგი, მე დიდი სახლი მაქვს, ვისაც უფრო პატარა სახლი აქვს, იმან რა ქნას?! ჩვენმა სკოლამ გაიარა ყველა რეგულაცია. კერძო სკოლაში დამყავს და ფული მაქვს გადახდილი ტყუილად. ჩვენმა სკოლამ გასწია უდიდესი ხარჯი. მშობლებიც მოვემზადეთ, გაგვიხარდა, რომ იქნებ ახლა ამოქაჩონ გაცდენილი სწავლა. რამდენიმე დღით ადრე გვეუბნებიან, რომ რამდენიმე უცნობი ადამიანი დაემატა ვირუსიანი. უსიმპტომო პაციენტი რას ნიშნავს, ამიხსენით, გამაგებინეთ. ოთხი შვილი გავზარდე და ყველანაირი ვირუსი გავიარე. რით იყო H1N1 ამ ვირუსზე ნაკლები, რატომ არ გამოაცხადეს ეპიდემია? ბავშვი საავამდყოფოში ვერ შევიყვანე, რადგან ყველა საავადმყოფო გადაჭედილი იყო. უსიმპტომოდ კორონა რითია უფრო მტკივნეული და მოურჩენელი ვირუსი. გავიგეთ, რომ არსებობს ვირუსი. ამაში ეჭვი არავის ეპარება. მეორე და მესამე ტალღაც ვის აწყობს, ამაშიც ეჭვი არავის ეპარება. ისიც გავიგეთ, რომ ამ ვირუსმა განიცადა მუტაცია და მოერია ადამიანის ორგანიზმი. რად უნდა ამას სკოლების დაკეტვა და ხალხის შიმშლით ამოწყვეტა? მასწავლებლებიც უმუშევარი დარჩებიან, რადგან ყველა გამოვიყვანთ კერძო სკოლებიდან ბავშვებს. რა აზრი აქვს ამას, თუ ონლაინ უნდა ისწავლონ. კიდევ ამზადებენ ქვეყანას კარანტინისთვის და ყველა უმუშევარი დატოვონ.

ოდესღაც შეიძლება მოგვწონდით, ან კი არ მოგვწონდით, იმედი გვქონდა, რომ რაღაცას გააკეთებდით. გაგვიცრუვდა ეს იმედი. წავიდა იმედი, აღარ არის. მივედით მწარე რეალობამდე, რომ ბავშვები, მომავალი თაობა რჩება აბსოლუტურად გაუნათლებელი. ეს არის ჩემი ტკივილი. ჩემი შვილი ვერ სწავლობს ვერაფერს. უნდა ავიყვანო კერძო მასწავლებელი. მასაც უნდა ვუხადო ფული. რამდენ ბავშვს დავუჯდე და ვასწავლო და მივხედო? ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი ჩემთვის. ჩემზე მეტად ვისაც უჭირს, იმათ ოჯახებში საერთოდ რა ხდება, არ ვიცი.

 

მსგავსი თემები