„აღნიშნული კანონი არ შეესაბამება კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებს და არის მიღებული ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ასევე ხაზგასმულია დასკვნაში და რეალურად არ შეესაბამება ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას ქვეყანაში“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ის მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც დეკანოიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.

„როგორც ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორი ამბობდნენ, ეს კანონი მიღებულია ნაჩქარევად, მოითხოვს შეფასებას და მნიშვნელოვანია დეტალური დასაბუთების წარმოდგენა მმართველი გუნდის მიერ.

კომისიის მოსაზრების მიხედვით საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმები არ არის ადეკვატური, საჭიროა თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა და აღნიშნული კანონის გადახედვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ 12 პუნქტის შესრულებას არ აპირებს და ყველა პროცესი არის იმიტაციური. დეკანოიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს არაფრად აგდებს.

არგუმენტი, რის გამოც შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მოსმენებთან დაკავშირებით ინიციატივა დასაწუნია, წარმოდგენილი არ არის, ვეტო პოლიტიკურად ნაკარნახევა და დაიძლევა: მიხეილ სარჯველაძე

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები