ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია. მომღერალი მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის.

ამჟამად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლელას მეუღლე, კახი მამულაშვილი წერს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

“მეგობრებო, დიდი მადლობა რომ ესე გიყვართ ლელა…

დილის 10 საათიდან მეორე დილის 5 საათამდე, შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი თქვენს მესიჯებს ყველა ქსელში.

ამაზე დიდი სიამოვნება არ ყოფილა არაფერი, ვცდილობ არ დავტოვო თქვენი არც ერთი კომენტარი როგორც ჩემს გვერდზე, ისე ლელას ოფიციალურ ფეიჯზე.

ახლა გავაგრძელებ, რადგან თქვენს ამ დადებით ენერგეტიკას გრძნობს ლელა და უკეთ არის ბევრად.

1)სწრაფ ტესტს არ ენდოთ არასდროს, მხოლოდ პისიარი

2)მიწისძვრა ნამდვილად იყო

ყველას ჯამრთელობას გისურვებთ…. მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით დავამარცხებთ ყველა პრობლემას ჩვენს ქვეყანაში”-წერს კახი მამულაშვილი.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები