კაცი, რომელმაც თერჯოლაში, მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა, თავადაც სხეულის 60-70%-იანი დამწვრობა აქვს. ამის შესახებ „ფორტუნას“ სამედიცინო ცენტრ „იმერმედის“ ექიმმა სოფიო ბუსკივაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, კაცის მდგომარეობა მძიმეა და ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: ქალი გარდაიცვალა

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები