აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია დასრულდა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ მასზე, მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ ამჩნევთ, არავის უკეთია პირბადე. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია“, – აღნიშნა ბაიდენმა.

როგორც მედია წერს, ჯო ბაიდენმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც შეერთებული შტატები აგრძელებს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების გავრცელებასთან ბრძოლას და პანდემიას, ყოველდღიურად, ასობით ადამიანი ეწირება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, აშშ-ში ყოველდღიურად კორონავირუსით, დაახლოებით 400 ადამიანი იღუპება.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები