დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.

გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გადადგომასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მან და ჯანდაცვის მინისტრმა ერთობლივად მიიღეს.

უკავშირდება თუ არა გადადგომა NCDC-ში აუდიტის სამსახურის შესვლა – გამყრელიძე პირველ კომენტარს აკეთებს

ამირან გამყრელიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის მაისში შეავსო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობის სანაცვლოდ, ერთ წელში ხელფასის სახით 140 206 ლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ამირან გამყრელიძის სახელზეა ერთი ბინა თბილისში. კერძოდ, 1973 წელს მემკვიდრეობით გადაცემული სახლი, რომლის ფართობი 40 კვ.მ-ია და რომელიც დადიანის ქუჩაზე მდებარეობს.

ამირან გამყრელიძის მეუღლეს, 2017 წელს მემკვიდრეობით გადაეცა საცხოვრებელი ფართის 50%. საუბარია, თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე სახლზე.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის მეუღლე ფლობს 1990 წელს, ერთობლივად აშენებულ 1 200 კვ.მ ფართობის აგარაკს კვესეთში, რაშიც 15000 მანეთი დახარჯა.

გასულ წელს გამყრელიძემ შვილიშვილების ანაბარზე 3 600 დოლარი გადარიცხა.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ამირან გამყრელიძე ფლობდა:

„ბაზის ბანკის“ სახელფასოზე – 2 327 ლარს;

„თი-ბი-სი ბანკის“ ანაბარზე – 17 246 აშშ დოლარს, სახელფასოზე – 3 568 ლარს და 2 186 აშშ დოლარს;

„საქართველოს ბანკის“ ანაბარზე – 23 088 აშშ დოლარს, სახელფასოზე – 5 078 ლარს, მიმდინარეზე – 2 702 დოლარს;

“პროკრედიტ ბანკის“ მიმდინარეზე – 1 674 ლარს.

ხოლო, ნაღდი ფულადი თანხის სახით (დანაზოგი) – 15 000 ლარს.

დეკლარაციის მიხედვით, ამირან გამყრელიძეს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში სამეცნიერო მრჩევლის პოსტზე, 2021 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით აღებული აქვს – 28 800 ლარი.

ამავე პერიოდში, გამყრელიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან პენსიის სახით, 8 849 აშშ დოლარი მიიღო.

ამირან გამყრელიძე ასევე არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. ამ საქმიანობაში მას 2021 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აღებული აქვს 1807 .

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ამირან გამყრელიძემ ქველმოქმედებაში 95 000 ლარი დახარჯა, მისმა მეუღლემ მარინა კვეზერელმა კი – 20 000 ლარი.

თენგიზ ცერცვაძე: “ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა”

დავით გადელია ამირან გამყრელიძეზე: “რამდენ მძიმე სიტუაციაში მინახავს მშვიდი, რაჭულად აუღელვებელი…მინისტრის პირველ მოადგილედ ყოფნისას, სამსახურის გარეთ “ზაპოროჟეცით” მოძრაობდა და სულაც არ მიაჩნდა ეს “ღირსების შელახვად”

კულუმბეგოვი გამყრელიძეს: მადლობა თქვენი ღირსებისთვის, პროგრესისკენ მუდმივი სწრაფვისთვის, ახალგაზრდების უანგარო ხელშეწყობისთვის!

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები