ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ცუდად გამოიყურებოდა და თავბრუსხვევას უჩიოდა.

„იყო მწოლიარე მდგომარეობაში, მითხრა, დილიდან არ ავმდგარვარო. თავბრუსხვევები მაქვსო. სულ 5 წუთი ვისაუბრეთ, ძირითადად ექსპერტიზასთან დაკავშირებით. მერე დავტოვე. რაც შეეხება, ექსპერტიზებს, აშშ-დან ჩამოვიდა წერილები 2 საექსპორტო ბიუროდან.

ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად შეირჩეს საექსპორტო ბიურო, იქნება ეს ამერიკული თუ ევროპული, რომლებიც ძალიან სწრაფად მოახდენენ იმის ორგანიზებას, რომ ჩამოვიდნენ, შეამოწმონ და ჩაატარონ ექსპერტიზა.

მთავარია, ხელი არ შეგვიშალოს ჯანდაცვის სამინისტრომ“ . – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან საუბრისას.

რაც ვნახე ვიზიტების დროს, აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანთან გვაქვს საქმე… ერთადერთი გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა – მიხეილ სააკაშვილის ძმა

“გაშავებულია, ასდის საშინელი სუნი, რაღაც ხდება, ორგანიზმში ინტოქსიკაცია მიმდინარეობს” – ადვოკატი სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს და უპრეცედენტო სასამართლო პროცესებს აანონსებს

“პოლონეთიდან გვეუბნებიან, სიამოვნებით წავიყვანთ და მივხედავთო” – რას უკავშირებს გიული ალასანია სააკაშვილის სხეულზე გაჩენილ შავ ლაქებს

გაბუნია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა.. უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შემოსულა

„ჩიტივით შეიძლება რაღაცა წაკენკოს… არც კი ვიცი, რა მოვუტანო, რა შევურჩიოთ.. უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს“ – გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები