პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გაუშვას. ჩარკვიანი ივანიშვილს მოუწოდებს არ აჰყვეს „მონა-მოსამსახურეთა რჩევა-ღლიცინს“.

მისი განმარტებით, „მესამე პრეზიდენტის სიკვდილს, მას თაობები არ აპატიებენ და მოსთხოვენ პასუხს“.

ბიძინა ივანიშვილს მივმართავ! გაუშვით მესამე პრეზიდენტი გადაიყვანეთ სამკურნალოდ უცხოეთში, არ აჰყვეთ „მონა-მოსამსახურეთა“ „რჩევა-ღლიცინს“, ყველაზე საშიშნი ეგენი არიან , რადგან პოლიტიკური „ხარამხანის ვარდები” სხვადასხვა ბაღჩა-ბაღებში ყვავილობას მიჩვეულნი არიან. ნუ შეხვალთ ისტორიაში სირცხვილით , ვერ მოიცილებთ ლაქას , ვერც თქვენ და ვერ ჩვენი ქვეყანა, იმ ლაქას -რასაც მესამე პრეზიდენტის განადგურება და სიკვდილი ჰქვია! თავს ნუ სჭრით ქვეყანას, არ გეპატიებათ, თაობები მოგთხოვენ პასუხს, პოლიტიკური „ხარამხანის ვარდები“ კი სხვადასხვა ბაღჩა ბაღებში აყვავების “მცდელობას” კვლავ გააგრძელებენ, ისტორიას კი თქვენ შემორჩებით შავ ლაქად და ვერ ჩამოირეცხავთ, არ ჩამოგარეცხინებთ მომავალი თაობა!!! ჯერ კიდევ დრო გაქვთ , ჯერ კიდევ დრო გაქვთ, დაფიქრდით! იფიქრეთ! -და ბოლოს მამაჩემის -ჯანსუღ ჩარკვიანის სტრიქონებით დავასრულებ, რადგან უკეთესად მე ვერ ვიტყვი :

„ოღონდაც ფრთხილად ძვირფასებო , ფრთხილად ოღონდაც,

ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს ბებერი,

რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება თქვენი გოლგოთა

და აღარავინ არ იქნება მიმტევებელი“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები