ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წინაპირობებად განსაზღვრული 12 პუნქტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ოსახლეობამ სახელმწიფო აიძულოს, რომ შესაბამისი რეფორმები გატარდეს.

ბიზნესმენს  BMG-სთან ინტერვიუს დროს ჰკითხეს, „ევროკომისიამ სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ პირობად ჩაგვიწერა. “ვინ იგულისხმა ევროკომისიამ ოლიგარქში?“.

კობახიძე: ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა, ოლიგარქის წოდება თქვენი პრობლემაა – სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, დღეს ის ციხეშია

რაზეც ბიზნესმენმა უპასუხა: 

“რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია ნაგულისხმევი, აბა, მე რომ ოლიგარქი არ ვარ და მაგის თავი არ მაქვს, ფაქტია”, – ამბობს ბიზნესმენი და იქვე დასძენს, რომ მთავარია, დეოლიგარქიზაციაში ევროპა დარწმუნდეს, რადგან საქართველომ დავალება მისგან მიიღო.

“თუ ევროპა ირწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი არიან ოლიგარქები, კი ბატონო, პრობლემა არაა”, – ამბობს  ჭყონია.

ამასთან, ბიზნესმენის აზრით, 12 პუნქტს შორის ყველაზე რთულია პუნქტი, რომელიც სასამართლოს რეფორმას შეეხება.

“უნდა დაგიჯერონ, რომ მიდის სასამართლოს რეფორმა. ამისთვის კი, უნდა გვყავდეს სერიოზული კონსულტანტი, რომელიც იტყვის, რომ საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა და სწორი მიმართულებით მიდის მუშაობა. მოკლედ, ჩვენი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი უნდა იყოს დავალების დროში გაწერილი შესრულება და ეს უნდა იყოს შეთანხმებული ევროკავშირთან. შედეგები მათ უნდა გავუგზავნოთ.

ბუნებრივია, პოლიტიკური ნება აუცილებელია, მაგრამ ამ პირობების შესრულებას სჭირდება მცოდნე ადამიანი, პროფესიონალები, რომ შეცდომა არ დავუშვათ. ამიტომაა აუცილებელი ვადა, პიროვნებები და პროგრამები. იქ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რომ უნდა იყოს კონსოლიდაცია და არ უნდა იყოს პოლარიზაცია.

პოლარიზაცია რომ არ იყოს, კეთილი ინებონ და ოპოზიციაშიც არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, ხომ არ შეიძლება ერთ პარტიაში იყოს მხოლოდ ჭკვიანი და მთელი საქართველო – შტერი?! იქაც არიან ჭკვიანები და ოდნავ მოითმინონ, ჩამოართვან ხელი <სახელისუფლებო და ოპოზიციურმა პარტიებმა> და თქვან, რომ ვმუშაობთ მხოლოდ 12 პუნქტის გარშემო,” – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები