პარტია „მოქალაქეების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო ძლიერი და დიდი საინიციატივო ჯგუფის შექმნა, მას ვერ წარმოუდგენია. დეპუტატი ამ განცხადებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ იდეას გამოეხმაურა, რომ მის გასათავისუფლებელ კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.

უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა – საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში: მიხეილ სააკაშვილი

„ჩემთვის რთული წარმოსადგენია უფრო ძლიერი და დიდი საინიციატივო ჯგუფი რა უნდა შეიქმნას, ვიდრე არის „ნაციონალური მოძრაობა,“ თავისი მედია საშუალებებით. ჩემთვის ამაზე უფრო დიდი საინიციატივო ჯგუფის შექმნა წარმოუდგენელია. ეს პარტია სხვა არაფრით არ არის დაკავებული გარდა ძალისხმევით, რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ხათუნა სამნიძე: სააკაშვილის გათავისუფლება, „ფრი მიშა“ არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი

 

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები