HBO Max-ი ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე კომედიურ მულტსერიალს „პრინცი“ გადაიღებს. გამოცემა The Variety-ის ინფორმაციით, პროექტის მთავარი გმირი პრინც უილიამის ვაჟი – ჯორჯი იქნება.

პატარა პრინცს პროექტის სცენარისტი, პროდიუსერი გარი ჯანეტი გაახმოვანებს. როგორც ჯანეტი ამბობს, სერიალის სიუჟეტი მის Instagram-ანგარიშზე იქნება დაფძვნებული, რომელზეც ის სამეფო ოჯახში მიმდინარე მოვლენებს ჯორჯის სახელით აფასებს.

რაც შეეხება სხვა პერსონაჟებს, მათ გახმოვანებაზე იზრუნებენ მსახიობები: ორლანდო ბლუმი, ალან ქამინდი, აივან რეონი, კონდოლა რაშადი, ტომ ჰოლანდერი.

მულტსერიალის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები