„ვიყავით მიწვეულები დღეს და ხვალ დავკვირვებოდით მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესს, თუმცა უარი ვთქვით რიგი მარტივი მიზეზების გამო, ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რომელზეც უკვე აპრილიდან ვლაპარაკობთ“,– ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ეს არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას, ვენეციის კომისიის და „ოდირის“ რჩევებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გენადი მაკარიძე არ იზიარებს მოსაზრებას სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობის შესახებ

„ამ სულისკვეთებით ეს პროცესი არ მიმდინარეობს და ამ საკითხებს ჩვენ კვლავ ვახსენებთ თუ რა უნდა გაკეთდეს, ვფიქრობთ რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, ახლა ეს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რომ შეაფასონ საკითხი რომელსაც განიხილავენ“,- განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები შექმნა და აპირებს მიმდინარე კვირას მოუსმინოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხივე კანდიდატს, რის შემდეგაც კანდიდატები ასარჩევად პლენარულ სხდომას წარედგინება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს უზენაესის მოსამართლეების არჩევის პროცესი

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები