გადაცემამ „ქალები“ სეზონი დაასრულა.

როგორც უკვე ცნობილია, გადაცემა დატოვეს ალექსანდრა პაიჭაძემ და თეონა ლეჟავამ. მათ სექტემბრიდან ახალი წამყვანები ჩაანაცვლებენ.

ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ამავე გადაცემის წამყვანი ნანუკა გულუა.

“გული მწყდება, მაგრამ მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე დგას ჩემი ცხოვრება” – ალექსანდრა პაიჭაძემ გადაცემა “ქალები” დატოვა

„როცა გულის ხეთქვამდე მწყდება გული ვცდილობ არ ვიფიქრო, გავატარო და დავაიგნორო ამის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ვერ გავუშვებ გოგონებს ჩემი სურვილების გარეშე! Aleksandra Paichadze ჩემო სიყვარულო, ყველა ჩანაფიქრი და ოცნება აგისრულდეს, მინდა ყველა დასახულ მიზანს მიაღწიო და ისიამოვნო შენი ახდენილი ოცნებებით, დიდი მადლობა ყველა წამისთვის, რომელიც მხოლოდ მაბედნიერებს. Teona Lejava რასაც უნდა მიაღწიო ჩემთვის მაინც ცოტა იქნება იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან მინდა იზეიმოს შენმა ნიჭმა იქ, სადაც გულით გინდა. Salome Sharvadze მინდა ვუსურვო ჩვენს თავებს უფრო მეტი და მეტი წარმატება p.s მგონი ვაჩენ, ჩქარ-ჩქარა ვწერ“, – წერს ნანუკა გულუა.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები