გორში “ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის მთავარი ოფისი დაარბიეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოფისში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.

პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამსხვრეულია მინები.

“ეს 2012 წლიდან უკვე მე-6 ფაქტია, მათ შორის ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ხდებოდა ყველაზე ხშირად. ახლაც ღარიბაშვილი დაინიშნა რამდენიმე დღეა პრემიერად და დიდი ალბათობით, ანალოგიური პროცესების გაგრძელებას უნდა ველოდოთ”. – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბადრი ბასიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი თემები