წარმატებული ქართველი ახალგაზრდების რიცხვს კიდევ ერთი შეემატა. ელენე მიქაბერიძემ მუშაობა დაიწყო Google-ში, მაუნტინ-ვიუს ოფისში, Customer Engagement Team-ში Software Engineer-ის პოზიციაზე.

აღსანიშნავია, რომ ელენე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულია, რომელმაც პროგრამირება დამატებით სპეციალობად (minor-ად) გაიარა.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველი ახალგაზრდები Google-ში მუშაობას იწყებენ. გასულ წლებში, ამავე კომპანიაში ზაურ მეშველიანი, თორნიკე მანძულაშვილი, გიორგი მეგრელი და სხვა ქართველი ახალგაზრდებიც დასაქმდნენ.

Google-ში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა დასაქმდა

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები