სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მძიმე მე-6 ტალღას პროგნოზირებენ.

მათი შეფასებით, ახალი “ომიკრონ” შტამის გავრცელების შემთხვევაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა დრამატულად დამძიმდეს.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ თუ კი “ომიკრონს” “დელტა შტამის მსგავსი მძიმე სიმპტომატიკა ახასიათებს, ქვეყანა ცუდ შედეგებს უნდა ელოდოს.

“თუ მას ასე თეორიულად დავუშვებთ, აქვს ისეთი მძიმე მიმდინარეობა, როგორიც ჰქონდა “დელტა” შტამს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს ჩვენს ქვეყანაში.

სამწუხაროდ გვექნება ახალი ძლიერი ტალღა, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის იქნება დიდი დარტყმა. თუ მას ის თვისებები აღმოჩნდა რაც ამ დროისთვის არის ცნობილი გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას,”- განაცხადა ალექსანდრე გოგოინავამ.

შეგახსენებთ, ოფიციალურად „ომიკრონი“ საქართველოში არ დადასტურებულა, თუმცა სპეციალისტები ამის ალბათობას არ გამორიცხავენ.

ამავე თემაზე:

“ომიკრონი” სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია – გიორგი კამკამიძე

რატომ ფიქრობენ სპეციალისტები, რომ „ომიკრონი“ უკვე საქართველოშია – რამ შეიძლება შეაკავოს ახალი შტამი

მილიონ ნახევარი ადამიანიდან, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და არც ვირუსი აქვთ გადატანილი, მათი 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება – კულუმბეგოვი

კულუმბეგოვი: „ომიკრონის“ დომინირების შემდეგ, შესაძლოა, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 10 ათასს ასცდეს

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები