5 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. კონკურსის გამარჯვებულებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე და კონკურის ორგანიზატორი ირმა ლებანიძე დააჯილდოებენ.

წელს სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაც სამინისტროს მიერ დაწერებული ფულადი პრემიები გადაეცემათ:

გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსი მინიატურის ჟანრში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფონდ „კულტურათა დიალოგის“ ინიციატივით 2014 წელს დაფუძნდა. კონკურსის სახელწოდება „ერთგულება“ გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05