გიორგი სუხიტაშვილი აქვეყნებს სქრინებს, სადაც ის და მისი კოლეგები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პეტიციას ხელი მოაწერეს, ერთმა „ფეისბუქ“-მომხმარებელმა გააკრიტიკა. მომღერალი წერს, რომ არასდროს მიუღია მონაწილეობა „ქართული ოცნების“ არც ერთ პარტიულ შეკრებაში.

გთავაზობთ მის ვრცელ განმარტებას:

„დილა მშვიდობისა, მეგობრებო,

ყურადღებას არ მივაქცევდი იმ შეურაცხყოფის ნიაღვარს, რაც მოდის აქ, უბრალოდ ამ ღვარძლთან ერთად სილისწამებაცაა,

არასოდეს „ქართული ოცნების“ არც ერთ სააგიტაციო ან წინასაარჩევნო კონცერტში არ მიმიღია მონაწილეობა, ხოლო აი, ასეთ მდაბიოებს თბილისობა, დამოუკიდებლობის დღე, ახალი წელი და ა.შ. პარტიული შეკრება ჰგონიათ.

მე და ჩემს კოლეგებს რომ დაგვათრევთ, გვლანძღავთ და მიწასთან გვასწორებთ იმის გამო, რომ კონკრეტულ ადამიანს ბრალი ვერ წაუყენეთ, ეგ ჩემი დანაშაულია?!

აქ წერია ჩაცხრილვა, გაუპატიურება, მკვლელობა და ა.შ. და რომელზე აქვს ბრალი წაყენებული ან რომელზე მიუსაჯეს?! აქედან არც ერთზე!

ჰოდა, ჩვენ რომ გვიძღვნით ამხელა სისაზიზღრეს და ჩვენთან რომ გაქვთ პრეტენზია წინა 9 წელზე, წადით და ვინც ეს ბოლო 9 წელი ის ვერ მოახერხა, რომ ბრალი წარედგინა, იმათ მოჰკითხეთ…

ანალიზის უნარი არც ნაცობას მოაქვს და არც ქოცობას…

თუ ვინმე გყავთ საახლობლოში ასეთი გარეკილი და გადაფსიხებული, მოერიდეთ, უსაფრთხო ნამდვილად არაა…

ბედნიერ და სამართლიან საქართველოს ვიმსახურებთ, სადაც კანონი ყველასთვია კანონი იქნება და არა ასე, როგორც მოუნდებათ, ისე რომ იყენებენ!

სხვა მხრივ, მინდა, მშვიდი და ბედნიერი სამუშაო კვირა გისურვოთ და ვისურვო ❤

(ამ ქალსაც, რომელიც ვერც კი ხვდება რა საბრალოა იმის გამო, რაც სჭირს)“.

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები