გიორგი სუხიტაშვილი აქვეყნებს ფოტოს დუტა სხირტლაძესთან ერთად და წერს, რომ მეგობრებს სამსახურების მიხედვით არ არჩევს. შეგახსენებთ, რომ დუტა „იმედზე“ მუშაობს, ხოლო თავად მომღერალი – „მთავარ არხზე“.

გიორგი სუხიტაშვილი:

„მეგობრებს არ ვირჩევთ და არ ვარჩევთ სამსახურების მიხედვით.

ან ვმეგობრობთ, ან არა…

ჰო, ის „იმედზეა“, მე  – „მთავარზე“, მერე? მერე ის, რომ ვინც ამაში პრობლემას ხედავს, უბრალოდ, მედროვე და მოკლე ჭკუისაა, ხოლო ჩვენი მეგობრობა დეკადას დიდი ხანია გასცდა ❤❤

Duta Skhirtladze, მიყვარხარ, ჩემო დუტა…

p.s. ჩემი ღუტუ (ბურთაზა) დუტამ მაჩუქა 12 წლის წინ (კურიერი იყო ონისე ონიანი ❤😄) და ჩვენ ამ მხრივ ნათესაური მიყოლ-მოყოლა გვაქვს“.

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები