მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან სამი წელიწადი გავიდა. მსახიობისა და ტელეწამყვანის ოჯახის წევრები მას თბილი და ემოციური სტატუსიებით იხსენებენ.

ნათია ბანძელაძე:

„არ ვიცი, რა მოგწერო გარდა იმისა, რასაც შენს სკვერში, ყოველ შეხვედრაზე გიწერ ქვიშაზე „გვიყვარხარ“… მგონია, რომ ყველაფერი იცი და ყველაფერს გრძნობ, სულ აქ ხარ და სულ ის განცდაა, რომ ყველა ერთად ვართ, ალბათ, იმიტომ, რომ შენ გვასწავლე ცხოვრების ასეთი წესით სიყვარული და ურთიერთობები! რა შორსაც არ უნდა იყო, ახლოს ხარ ყველაზე! ხანდახან ისე მჭირდები! ისე მჭირდები… გიო, რანაირი ხარ რა… რამდენ რამეზე ვაპირებდით ერთად სიცილს და სიხარულს, კიდევ რამდენ თამაშს გამოვიგონებდით… რა შუაში იყო ეს დღე ჩვენთან… მიყვარხარ და მადლობა. გოგიჩობა გრძელდება, იცოდე, არ ინერვიულო…“

ნანუკა გოგიჩაიშვილი:

„რა უსამართლობაა…

მეშინია კალენდარში ამ რიცხვის დადგომის, 4 ივლისი რა საშიში რიცხვია, არაფრის გახსენება არ მინდა, მინდა, გაქრეს იმ დღის ტკივილი. მამა, მიყვარხარ, არაადამიანურად მენატრები, ჩემო ერთადერთო ანგელოზო. დაუჯერებელი რეალობა.

3 წელი პატარა ანგელოზი მზესთან ახლოს…“

ნინი გოგიჩაიშვილი:

`სადაც არ უნდა წავიდე…

სადაც არ უნდა გავიქცე…

დგება ეს დღე….

3 წელი გატეხილი გულით და ნატკენი სულით…

მიყვარხარ სამუდამოდ, მამა!

მენატრები~.

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები