ღარიბაშვილის წერილი ევროპულ ინსტიტუტებთან აჩვენებს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია – ასე აფასებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი პრემიერ-მინისტრის მიერ ვროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს.

“ვფიქრობ, პრემიერმინისტრის წერილი ევროპულ ინსტიტუტებთან გახლავთ ზუსტად იმის მაგალითი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ეს გახლავთ ნათელი ჩვენება იმისი, თუ რამხელა ოლიგარქიული გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრზე და მმართველ პარტიაზე, იმიტომ რომ პრემიერმინისტრის ძალისხმევა და იმის ახსნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ გახლავთ ოლიგარქი, ეს ანახებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე. როდესაც ევროპული საბჭო და კომისია დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს საქართველოში, იგი რა თქმა უნდა საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენაზე”, – ამბობს კუბილიუსი “ფორმულას” ეთერში.

Bella
ავტორი

მსგავსი თემები