პრემიერ-მინისტრი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი აქვს.

„ჩვენ სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი გვაქვს და ეს რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიის 54-ე რაუნდს ეხმაურება, რომელიც ჟენევაში 12-13 ოქტომბერს გაიმართა.

„რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა: საგარეო საქმეთა სამინისტრო Ad desktop banner Ad mobile banner

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები