“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება.

“განა ის არ სჯერათ, რომ ქმარმა შეიძლება ჩაგარტყას, თავი მიგარტყმევინოს ან, თავზე წყალი დაგასხას, უფრო, არ ესმით – ეს როგორ ვერ უნდა მოითმინო,ამის გამო ხმა რატომ უნდა ამოიღო?
მთავარი პრეტენზიაა: რატომ არ მოითმინა ძალადობა, ასეთი მოუთმენელი რა იყო… რატომ უნდა გქონდეს ღირსება განა, ის ოჯახზე მნიშვნელოვანია? რატომ არ მოითმინე ბავშვის გამო? მისი კარიერის გამო? ტრადიციების გამო? ჩვენ თუ ვთმენთ?
და დარწმუნებული ვართ რომ გვესმის რა არის ღირსება? საკუთარი ცხოვრება? თვითშეფასება? არჩევანი? იქნებ ჩვენ თვითონ დაგვაფიქროს, სად რას ვითმენთ და გავიხსენოთ, სად გამოგვრჩა ჩვენი ღირსება, არჩევანი, ბედნიერება”, – წერს არგანაშვილი.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დოროყაშვილმა ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის დეტალები გაიხსენა და ვიდეობიც წარადგინა.

ნეკა დოროყაშვილი: ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

„ნიკოლოზმა მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენიაო.. როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა – ვირთხას, გველს, რწყილს“ – ნეკა დოროყაშვილი

ბელა თაბუაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები