დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, NCDC-მა საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა პაკეტი, რომელიც ე.წ. “მწვანე პასპორტებს” და ირიბ მანდატორიზმს უკავშირდება.

ამირან გამყრელიძის თქმითვე, აცრის “სავალდებულოობა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა”:

“დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს საკოორდიანციო საბჭოს სამდივნოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ეს არის სრული პაკეტი, ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებაში. ვნახოთ, გადაწყვეტილებები უნდა იყოს. ჩემს გამოსვლებში აღვნიშნე, დიახ, სავალდებულოობა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მარტივი, ამას არასდროს ვმალავდი, რომ მე, როგორც ამირან გამყრელიძე, როგორც ერთი ექიმი, ამას ვემხრობი.

ხშირად მითქვამს, რომ საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება, იქ მიიღება განხილვის და კონსენსუსის წესით შეთანხმებული გადაწყვეტილებები. გიდასტურებთ, რომ სავალდებულოება იმუნიზაციაში და აცრებში ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილებაა. წარმატებულმა ქვეყნებმა, ვინც მიიღო, ძირითადად არის ე.წ. ირიბი მანდატორიზმის მექანიზმები, ანუ “მწვანე პასპორტების” სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში მუშაობს, ამაზე მიდის ძირითადი დისკუსია, თუ რომელი იყოს, ამ “მწვანე პასპორტების” რა სისტემის ჩარჩო იქნას ქვეყანაში შემოღებული.” – აღნიშნა მან.

გამყრელიძემ იმ ინფორმაციაზეც ისაუბრა, რომელსაც მწვანე ბარათი შეიცავს:

“ირიბი მანდატორიზმის მექანიზმებია, სად უნდა იმუშაოს, თუ ორჯერ არ არის აცრილი; ბოლო 72 საათში უარყოფითი PCR; ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი დაავადება, თუ ეს აღნიშნული არ არის თქვენს ელექტრონულ ბარათში, ან ქაღალდზე, ისე შეიძლება ზოგიერთი შეზღუდული იყოს.

ეს არის ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმი, ეს არ არის მანდატორი, ეს არ არის სავალდებულო, ყველაფერზე ვერ დავკონკრეტდები. ჩვენ, იცით, რომ ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, მეტს ვითხოვთ ექიმები და შემდეგ საბჭო, რომელიც მულტისექტორულია, ითვალისწინებს ყველა უწყების ინტერესს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი.

ვრცლად ამ თემაზე:

გამყრელიძე: კორონავირუსით დღემდე 103 927 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, 9 კი გარდაიცვალა

მარათონის ფარგლებში უკვე 1 400-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი – რა საკითხები განიხილა საკოორდინაციო საბჭომ

დელტა+ სხვა გენეტიკური ვარიანტია, ჩვენთან ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა: გამყრელიძე

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები