ჯანდაცვის სამინისტრო საკომუნიკაციო კამპანიას და სპეციალური რგოლების დამზადებას იწყებს, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას სახლის პირობებში მკურნალობის წესებს გააცნობს – ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ “ომიკრონი” სეზონურ გრიპად გადაიქცევა:

“ვაპირებთ სარეკლამო, საკომუნიკაციო კამპანია გავაკეთოთ, თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში “ომიკრონის” დროს. როგორც ვხედავთ და სხვა ქვეყნის გამოცდილებამაც აჩვენა, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე სეზონური გრიპი. ის ასეთ გრიპად გადაიქცევა.

მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა სახლის პირობებში იმკურნალონ და მივცეთ მათ სწორი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში. ხოლო იმ კატეგორიას, რომელიც არის ქრონიკული დაავადებებით ან მაღალი რისკის ჯგუფში, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვთავაზობთ კლინიკაში გადაყვანას და თუ არის შესაძლებელი ბინაზე მკურნალობა, იქაც მაქსიმალურ კონსულტაციას გავუწევთ.

რაც შეეხება ოჯახის ექიმების რაოდენობას, ბოლო ერთ კვირაში დავამატეთ ოჯახის ექიმების დიდი ოდენობ, რათა კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიონ მოქალაქეებს. ასევე, ქოლცენტრის ოპერატორები დავამატეთ და ამაში სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო კურსის სტუდენტები და რეზიდენტები გვეხმარებიან”, – აცხადებს მინისტრი.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები