სამწუხაროა ეს ყველაფერი, საიდან სადამდე, – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სახელით დღეს გავრცელებულ წერილს.

„აი, საიდან სადამდე. სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები საერთოდ“, – აცხადებს გახარია.

დღეს, 27 ივლისს, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის სახელით წერილი, რომელშიც საუბარია მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” გადადგმული ნაბიჯების დადებითად შეფასებაზე, ქვეყნის “ომში ჩართვასა” და საქართველოს პარტნიორებზე.

„საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო“ – ვინ როგორ აღიქვა ივანიშვილის რიგით მეორე წერილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

ეს არის ბიძინა ივანიშვილის მეორე წერილი, რომელიც მისი სახელით პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გავრცელდა. პირველი გიორგი გახარიას შესახებ იყო.

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან დავაზე: “არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის”

ივანიშვილი: ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები