საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილებას პარტია “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი.

მისი განაცხადებით ახლა შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია.

“ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს” – განაცხადა დაუშვილმა

დაუშვილის თქმით, ახლა ის დროა, ყველამ ერთად, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ გემოვნების მიუხედავად, ვიწრო პარტიული ინტერესები გვერდით გადადოს.

“ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ხელისუფლების განაცხადს ქვეყნის ევროკავშირში წევრობის თაობაზე. ჩვენ ხელისუფლებას ამისკენ მოვუწოდებდით კიდეც. ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე ძალიან მძიმე მოვლენების ფონზე გაიხსნა. ეს არის შესაძლებლობა უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და ჩვენთვის, რათა დასავლურ დემოკრატიულ ოჯახს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები