მომღერალი ქეთა თოფურია საქართველოს სტუმრობდა.

ის ქვეყანაში მეუღლესა და შვილებთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა საქართველოში ყოფნის პერიოდში საჯარო პოსტი არ გაუვრცელებია.

როგორც ქეთას მიერ გამოქვეყნებულ “ინსტაგრამ” პოსტიდან ირკვევა, მან საქართველო უკვე დატოვა, თუმცა გულშემატკივრებს აქ გატარებული დღეების ამსახველი რამდენიმე ფოტო გაუზიარა, რომელიც სავარაუდოდ, წყნეთის აგარაკზეა გადაღებული.

 

 

 

ცნობისთვის, მომღერლის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია fortuna.ge-ს პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ დაუდასტურა.

მანვე ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქეთა კვირის ბოლოს იტალიაში ცნობილი იტალიელი ტენორის, ანდრეა ბოჩელის საღამოზე გამოვა – კონცერტზე ქეთა ორ სიმღერას შეასრულებს.

ქეთა თოფურია იტალიაში ანდრეა ბოჩელის კონცერტზე იმღერებს

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები