ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ვოკალისტი ტომ იორკი დაქორწინდა. 51 წლის მუსიკოსის რჩეული 36 წლის მსახიობი დაიანა რონჩიონეა. ჯვრისწერის ცერემონია სიცილიაში გაიმართა და მას 120-მდე სტუმარი ესწრებოდა. ყველა სტუმარს დამცავი ნიღაბი ეკეთა, რომელიც ცერემონიალის დაწყებამდე დაარიგეს. წყვილმა უარი თქვა ცეკვაზე და ქორწილის მომსახურე პერსონალი კორნავირუსზე წინასწარ გატესტა.

პირველი კადრები ქორწილიდან ფოტოგრაფმა გრეგ უილიამსმა გაავრცელა. ტომ იორკი და დაიანა რონჩიონე ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. აქამდე იორკს ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა მხატვარ რეიჩელ ოეუნეთან, რომლისგანაც მას 2 შვილი ჰყავს, 19 წლის ვაჟი და 16 წლის გოგონა. 2015 წელს ოუენი და იორკი დაშორდნენ, ერთი წლის თავზე კი რეიჩელი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ტეგები: ტომ იორკი