ისტორიაში პირველად, Facebook-მა ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლები დაკარგა. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, Facebook-ის შექმნის დღიდან ბოლო დრომდე, მისი ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად მზარდი იყო, თუმცა 2021 წლის უკანასკნელ 3 თვეში ეს დინამიკა შეიცვალა. ამ პერიოდში, ისტორიაში პირველად, დაღმასვლა დაფიქსირდა და Facebook-ის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი 1,93 მილიარდიდან 1,929 მილიარდამდე დაეცა.

აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელზე მეტად შენელდა აპლიკაციაში რეკლამების განთავსების მსურველთა რიცხვის მატების პროცესიც, რამაც კომპანიის აქციების ფასის თითქმის 20 პროცენტით შემცირება გამოიწვია.

ცნობილი გახდა ისიც, რომ წინა წლის ბოლო კვარტალში, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში Facebook-მა ყოველდღიურად აქტიური 1 მილიონი მომხმარებელი დაკარგა.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები