ქუთაისის შემდეგ თბილისი – Wizz air არ გამორიცხავს, ფრენა საქართველოს დედაქალაქიდანაც დაიწყოს. საკითხზე BMG-თან ინტერვიუში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ჟაჟა ტრუბეკიმ თქვა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოლაპარაკებებს ყოველთვის აწარმოებდნენ, თუმცა ამ დრომდე, შეთანხმება ვერ შედგა.

“სამწუხაროდ, თბილისის აეროპორტში მოსაკრებელი მაღალია. მოგეხსენებათ, ბიუჯეტური ავიაკომპანია ვართ და ვცდილობთ, დაბალი ფასი შევინარჩუნოთ, რათა უფრო მეტმა მგზავრმა შეძლოს ჩვენთან ერთად ფრენა, ეს არის ჩვენი მისია. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან დავფრინავთ და გარწმუნებთ, რომ მომავალშიც შევინარჩუნებთ ფრენებს. ყოველთვის უკეთესის მოლოდინი გვაქვს და შესაძლოა, მომავალში თბილისიდანაც ვიფრინოთ”,- აცხადებს ჟაჟა ტრუბეკი BMG-თან ინტერვიუში.

მსგავსი თემები