ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად ევროდეპუტატები მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა.საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის დაწყებას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს.

„ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს.

აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

მარინა კალიურანდი საქართველოს პარლამენტში თანაფასილიტატორად დანიშვნას “ტვიტერზე” გამოეხმაურა და დაწერა, რომ მოუთმენლად ელის მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და პარლამენტის წევრებთან.

„მეამაყება ჩემი წარდგენა და მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან“, – ნათქვამია კალიურანდის ტვიტერის გვერდზე.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები