პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპელი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის კომიტეტის მუშაობაში ჩაერთვება – სვენ მიქსერის საქართველოში ვიზიტზე საუბრობენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეტაპობრივად საქართველოსა და ევროპის პარლამენტებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გაწერილი კონკრეტული საგარეო კურსი აქვს და ამ ფონზე ევროპარლამენტარების ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

“ევროპარლამენტარების ვიზიტები მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანას აქვს თავისი დღის წესრიგი, ეს დღის წესრიგი არის ევროკავშირთან ასოცირებით განპირობებული. ჩვენი საგარეო ორიენტირები მკაფიოდ გვაქვს გამოხატული და კონსტიტუციით დაფიქსირებული, შესაბამისად ყველა ვიზიტი და სამუშაო პროცესი, რომელიც ამას ემსახურება არის მისასალმებელი ,”- აცხადებს ბექა დავითულიანი.

მიქსერი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში უკვე მეორე დღეა მართავს. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა ეროვნული თანხმობის პროცესი იყო.

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები