ლატვიელი ევროპარლამენტარის, ინესე ვაიდერეს შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მთლიანობაში კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა მეორე ტურში დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს ბევრი საჩივარი ძალადობასთან და დაშინებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული და ასევე, ვნახეთ უამრავი ქალის მყარი გადაწყვეტილება, რომ ხელი შეეწყოთ საარჩევნო პროცესის კარგად ჩატარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ქალებს, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იმუშავეს საარჩევნო უბნებზე.

მეორე ტურში ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი შემოვიდა საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით, ასევე დაშინებასა და წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად ოპოზიციის მიმართ,“- განაცხადა ინესე ვაიდერესმა.

მისივე თქმით, თბილისში რამდენიმე გართულების გარდა, დიდი დარღვევები არ ყოფილა. ამასთან, როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, გუნდმა ზუგდიდში, საარჩევნო უბნების მახლობლად არეულობები დააფიქსირა.

„ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს მოვლენები, რაც ხდებოდა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, როგორც ჩვენ გვითხრეს,ზუგდიდის მიმართულებით, აფხაზეთიდან მოქალაქეები ვერ გადმოვიდნენ. მათ ფაქტობრივად აღეკვეთათ არჩევნების განხორციელების უფლება,“- თქვა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველო არის ნომერ პირველი, უმაღლეს პარტნიორებს შორის ევროკავშირისთვის. ევროპარლამენტარის შეფასებით, კარგი იქნებოდა თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი, ამ გაყოფას წერტილს დაუსვამდა და უფრო მეტად ყურადღებას  თანამშრომლობაზე და რეფორმებზე გაამახვილებდა.

„ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციების შესრულებას. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობას,“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მეორე რაუნდი კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე: ეუთოს მისიის ხელმძღვანელი

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები