„ეშმაკი ატარებს პრადას“ მუიზიკლი ჩიკაგოს თეატრში დაიდგმება. მიუზიკლის სასცენო პრემიერა მომავალი წლის ზაფხულში ჩიკაგოს ნედერლანდერის თეატრში შედგება. ამის შესახებ გამოცემა ,,ჩიკაგო ტრიბუნი“ წერს.

მიუზიკლის მუსიკალური პროდიუსერი კევინ მაკკოლუმი აღნიშნავს, რომ ახალი მიუზიკლისთვის მუსიკას ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი და მომღერალი ელტონ ჯონი დაწერს. აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონის ავტორობით არაერთი ცნობილი მუსიკალური დადგმა მათ შორის

„მეფე ლომი“ და „ბილი ელიოტი“ არის გაფორმებული.

ფილმი „ეშმაკი ატარებს პრადას“ ლოურენ ვეისბერგერის 2003 წელის ნოველის მიხედვით გადაიღეს, სადაც მთავარ როლს მერილ სტრიპი და ენი ჰეთეუეი ასრულებენ.

მსგავსი თემები