„თუ არ გაჩნდა ისეთი ახალი შტამი, როგორიც იყო „დელტა“ და როგორიც არის „ომიკრონი“, წელს პანდემია დასრულდება“, – ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, არსებობს, როგორც პანდემიის დასრულების მოლოდინი, ასევე რისკიც.

„დაასრულებს, თუ არა ომიკრონი პანდემიას? – გეტყვით ასეთ რამეს, თუ არ გაჩნდა კიდევ ახალი სერიოზული შტამი, შტამები სულ ჩნდება, მაგრამ ისეთი სერიოზული, როგორიც იყო “დელტა” და როგორიც არის „ომიკრონი“. თუ არ გაჩნდა აუცილებლად დაასრულებს და რატომ – ვაქცინაცია მიუხედავად შეფერხებებისა მაინც მიდის წინ და მაინც გვეყოლება 80% მოსახლეობის აცრილი ჩვენთანაც კი და იმ სიცარიელეს, რაც დარჩა ვაქცინაციის შემდეგ, შეავსებს ახალი მედიკამენტები „ფაიზერის“ და „მერკის“ . ეს კომბინაცია გამოცდილია მსოფლიოს მიერ, ცალკე ვაქცინაციით ძნელია პანდემიის დაძლევა, მაგრამ გაცილებით იოლია ეფექტიანი ვაქცინის და ეფექტიანი მედიკამენტის გამოყენებით. ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ უახლოესი 2-3 თვის მანძილზე არ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი, პრინციპულად განსხვავებული და სერიოზული შტამი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები