თბილისის მერის მოადგილე ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილ საცობთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დღეს რეფორმის პირველი დღეა და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოძრაობა რამდენიმე დღეში დარეგულირდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. მთავარი არის ის, რომ ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა. დაახლოებით, 8 ათასი ადამიანით მეტი შეუძლია ამ გამზირს გაატაროს ერთი საათის განმავლობაში. ეს არის მთავარი, რითიც შეიძლება შევაფასოთ, რამდენად სწორი ღონისძიება გაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა, სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში“,-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, დღეიდან ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა განახლდა. მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სქემით  სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში მოძრაობს.

სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა რომელსაც მოქალაქეები ავრცელებენ და ამბობენ, რომ შეც­ვლი­ლი მოძ­რა­ო­ბის გამო დი­ლი­დან ვა­კე­ში სა­ცო­ბე­ბია.

განახლებული ჭავჭავაძის მოლოდინები: ვის მაგალითზე გადმოიღეს შუა გზაში სიარული და აქვს თუ არა თბილისს სატრანსპორტო პოლიტიკა 

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05