გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს აქვეყნებს.

განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

როგორც მიცკევიჩმა ბრიფინგზე აღნიშნა, გამოცდებზე წელს პირბადის ტარების აუცილებლობა არ იქნება.

იმ შემთხვევაში კი, თუ აბიტურიენტს კოვიდი დადასტურდება, მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება და საგამოცდო პროცესს არ ჩამოშორდებიან.

◾  სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ;

◾  6 ივლისიდან ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლებიც, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულებისთვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება;

◾  მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გამოცდა 26-27 ივლისს ჩატარდება.

2022 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2 500-ზე მეტი სტუდენტი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა 9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი;

მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა სულ 34 500-ზე მეტი მსურველი (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ივნისის მეორე ნახევრიდან შეძლებენ”, – თქვა ნუნუ მიცკევიჩმა.

2022 წლის გამოცდების განრიგს ვრცლად იხილავთ ამ ბმულზე

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები