ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე ზურაბ აზარაშვილმა შეცვალა.

უწყების ახალი ხელმძღვანელი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

“მაქსიმალური გამოცდილება რაც აქვს – აფთიაქში წამალი თუ უყიდია” – რას ფიქრობენ ექსპერტები ჯანდაცვის ახალ მინისტრზე

აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა სამედიცინო განათლებას იმისათვის, რომ ჯანდაცვის უწყებას უხელმძღვანელო – ამ საკითხს სხვადასხვაგვარად აფასებენ ჯანდაცვის ექსპერტები.

როგორც “ევროპული საქართველოს” მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა “ფორტუნას” განუცხადა, “ნიშვნელობა არ აქვს, პერსონალურად ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი და ასევე, ყველაზე ნაკლები პრობლემაა ის, რომ არაზაშვილი ჯანდაცვის უწყებაში სხვა სფეროდან მოდის.

კალოიანმა საუბრის დროს მაგალითად ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობის პერიოდი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ექიმი იყო ტიკარაძე, მაგრამ თავისი მინისტრობა 14 000 გარდაცვლილით დაასრულა:

“ქართულ ოცნებას” განსაზღვრული აქვს ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, არის არაეფექტიანი, რაზეც ის რიცხვებიც მეტყველებს, რომელიც დღეს გვაქვს, შესაბამისად, პერსონალური საკითხი აქ არაფერს ცვლის. ეს არის შიდა პოლიტიკური ინტრიგები და არც ინდიკატორებით, არც შედეგებით, რომლებიც აქამდე გვქონდა, სამწუხაროდ, არც ერთ ჯანდაცვის მინისტრს პასუხისმგებლობა არ აუღია, შესაბამისად, ვარაუდი მაქვს, რომ მისი დანიშვნაც მნიშვნელოვანს არაფერს შეცვლის, არც უკეთესობისკენ, არც უარესობისკენ და გაგრძელდება ის, რაც იყო აქამდე…

ის, რომ არაზაშვილი ჯანდაცვის უწყებაში სხვა სფეროდან მოდის, ჩემი აზრით, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, მთავარია, რა არის ჯანდაცვის პოლიტიკა და რამდენად გასაგები და რეალურია ეს პოლიტიკა. თავად ის, რომ სხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ჩემი აზრით, მისთვის არც პლიუსია და არც მინუსი.

მე მოლოდინი მაქვს, რომ არაფერი არ შეიცვლება, გაგრძელდება ანტივაქსერული დამოკიდებულება, გაგრძელდება პრობლემები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და გაგრძელდება პრობლემები სისტემაში.

სამწუხაროდ, არანაირ რადიკალურ ცვლილებას არ ველოდები, ექიმი იყო ქალბატონი ტიკარაძე, მაგრამ თავისი მინისტრობა 14 000 გარდაცვლილით დაასრულა.

ახალ მინისტრად მისი დანიშვნაც, ჩემი აზრით, შიდა კარის ინტრიგებია და მეტი არაფერი, ეს შიდა პოლიტიკური ინტრიგებია, რასაც, სამწუხაროდ, მოქალაქეებზე არანაირი გავლენა არ აქვს.” – განაცხადა კალოიანმა “ფორტუნასთან”.

ბუწაშვილი ტიკარაძეზე: კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა არ უნდა იყოს აუცილებელი

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები