მომღერალი ნინი წიკლაური  აშშ-ში ცხოვრობს. მეუღლესთან ერთად ამერიკაში რამდენიმე წლის წინ წავიდა. დღეს უკვე ორი შვილის დედაა. წერს სიმღერებს, მუშაობს სტუდიაში.

რამდენიმე საათის უკან, ნინი, წლების უნახავ დას შეხვდა. ემოციური ვიდეო, რომელსაც მომღერალი სოციალურ ქსელში აზიარებს, „ჯონ კენედის“ საერთაშორისო აეროპორტშია გადაღებული.

ნინი ქართულ მედიას ინტერვიუს ხშირად აძლევს. ერთ-ერთ ინტერვიუში კი ამბობდა, რომ მისი გეგმები საქართველოს უკავშირდება:

„ამერიკული ცხოვრება ისეთი არ არის, როგორიც საქართველოში იქნებოდა. მაგალითად, ჩვენთან სტუმრები ხშირად არ მოდიან, რადგან აქ ყველა მუშაობს, ყოველი წუთი და წამი გათვლილი აქვთ. გულით რომ გინდოდეს, ვერსად დაიგვიანებ.

დრო არ გვაქვს სადმე წასასვლელად, გასართობად, მაგრამ ამას მაინც ვახერხებთ და საბაც ყველგან მიგვყავს. ის ჩვენი განუყრელი მეგობარია. მე და თემო საქართველოში რომ ვიყოთ, ალბათ უამრავი დრო გვექნებოდა ერთმანეთისთვის, რადგან დედები, ბებიები გვეყოლებოდნენ გვერდით. აქ ეს ფუფუნება არ გვაქვს.

ცხადია, ჩემი ყველა გზა სამშობლოში მოდის და ამაზე თითქმის ყოველდღე ვფიქრობ. ბევრჯერ სიზმრად მინახავს, როგორ ჯდება ჩემი თვითმფრინავი საქართველოს აეროპორტში და როგორ გამოვდივარ კარში. ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ მჯერა, მალე მოვახერხებ. აქ ყოველთვის სხვა ვიქნები, ყოველთვის ე.წ. ემიგრანტი.

ამიტომაც მინდა, მაქსიმალური ცოდნა, გამოცდილება დავაგროვო და ჩემს ქვეყანას ახალი შემართებით და ახალი იდეებით დავუბრუნდე, რომლებსაც სხვებს გავუზიარებ. აქაური გამოცდილება მართლა ერთი უნივერსიტეტის დამთავრებას უდრის“. – უყვება ნინი წიკლაური „სარკეს“

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები