სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, “გავრილოვის ღამეს” დაშავებულ მაკო გომურთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.

ფოტო პარლამენტის წინაა გადაღებული – “ძვირი დაგვიჯდა ეს გამარჯვება” – წერს მაქარაშვილი და გომურს ამ ბრძოლაში წინა პლანზე დგომისთვის და გაღებული მსხვერპლისთვის მადლობას უხდის.

“ძალიან ძვირი დაგვიჯდა ეს გამარჯვება, მაგრამ როგორც თავად თქვი, ამად ღირდა!

მადლობა შენი მსხვერპლისთვის და მადლობა, რომ ამ ბრძოლაში სულ წინა ფლანგზე იდექი!

ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება” – წერს გიგა მაქარაშვილი.

 

შეგახსენებთ, მაკო გომურმა “გავრილოვის ღამეს” აქციის დარბევისას, რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო ცალი თვალი დაკარგა. გამარჯვებად კი მაქარაშვილი პროპორციული არჩევნების სისტემის მიღებას თვლის, რომლის შესახებაც საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.

მაკო ძალიან ძვირი დაგვიჯდა ეს გამარჯვება, მაგრამ როგორც თავად თქვი, ამად ღირდა!მადლობა შენი მსხვერპლისთვის და მადლობა რომ ამ ბრძოლაში სულ წინა ფლანგზე იდექი!ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება ✊✊✊

Posted by გიგა მაქარაშვილი on ორშაბათი, 29 ივნისი, 2020

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05