10 ივნისს პრინც ფილიპს 100 წელი შეუსრულდებოდა. ეს დღე კენსინგტონის სასახლეში სპეციალური ღონისძიებებით აღნიშნეს, რომელიც მედიაში არ გაშუქებულა. ერთადერთი, რაც სამეფო ოჯახს ოფიციალურ გვერდზე გაავრცელდა, ყვავილების დარგვის ცერემონიაა. ელისაბეთ მეორეს მებაღეობის ასოციაციის პრეზიდენტმა ამ დღეს ვარდი მიართვა, რომლის სახელია „ედინბურგის ჰერცოგი“. დედოფალმა მებაღეობის ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად ეს ვარდი უინძორის სასახლის ეზოში თავად დარგო.

დედოფალი ამ დღეს საგანგებოდ გამოეწყო ღია ფერებში. ეს იმის დასტურად, რომ სამეფო ოჯახმა გლოვის ერთთვიანი პროცესი დაასრულა. მონარქი ცისფერ კაბასა და თეთრ ჟაკეტში იყო გამოწყობილი. მან მებაღეობის ასოციაციის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

 

 

მსგავსი თემები