მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვს წიგნი არ აინტერესებს, არ უყვარს კითხვა. ისინი ინტერესდებიან, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება. სწორედ ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა.

„მიყვარდა წიგნი და წიგნმა გადამარჩინაო“ – ნათქვამია და ასეა. ახლა ისეთი დრო დადგა, ინფორმაციის მიღების წყარო ბევრნაირია და თითქოს უფრო მარტივი, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ წიგნები ჩვენი ცხოვრების არსს შეადგენენ.

ოჯახში უნდა იყოს ბიბლიოთეკა, დედა და მამა უნდა ზრუნავდნენ, რომ წიგნები იყოს სახლში და თავად უნდა კითხულობდნენ. მშობლები უნდა ესიყვარულებოდნენ წიგნს. ბავშვი უნდა ხედავდეს, როგორ იღებს თაროდან წიგნს მშობელი, როგორ კითხულობს, როგორ ინიშნავს საინტერესო ფრაზებს. თუ ამ მაგალითს მივცემთ ბავშვს, ის დაინტერესდება წიგნით. ოჯახში წიგნი უნდა ცხოვრობდეს.

მეორე მაგალითია მასწავლებელი. როცა ჩემი მასწავლებლის მაგიდაზე წიგნები ეწყო, ეს ჩემშიც იწვევდა წიგნების მიმართ ინტერესს. მახსოვს, მასწავლებელმა მათხოვა წიგნი, მინდოდა მალე წამეკითხა და ჩემი შთაბეჭდილებები მიმეტანა.

70-იან წლებში ჩემს გაკვეთილზე ბავშვი კითხულობდა რაღაც წიგნს, ვკითხე რას კითხულობთქო, მიპასუხა „საიდუმლო კუნძულსო“. მაშინ დავფიქრდი, ჩემი მათემატიკის გაკვეთილი უფრო მნიშვნელოვანი იყო თუ მისი კითხვის მიმართ ინტერესი. ვუთხარი, რომ წაიკითხავ, აუცილებლად გვიამბე რაზეა ეს წიგნი და მათემატიკასაც გაუხარდება”.

 

“უფროსების მაგალითი როგორიცაა, ისეთები ხდებიან ბავშვები”

“საკუთარ პრობლემას ბავშვი მაშინ გადაწყვეტს, როცა მშობლების სიტყვა სიტყვა იქნება”

 

მსგავსი თემები