„ამ გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რასაც გისმენთ, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ორივეს ფეხებზე გკიდიათ საქართველოც, საქართველოს მოქალაქეც და ერთადერთი, რაც გაინტერესებთ რაღაც პირადი, გაუგებარი ინტერესებია“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობდნენ, ისმენს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ გაუგებარ დავას.

„რეგიონში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, უკვე თვეზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია. რეალურად ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები, შეიძლება ითქვას, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. უკრაინის გამარჯვებაზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული საქართველოს დამოუკიდებლობაც, სუვერენიტეტიც და საერთოდ, მომავალი განვითარება.

ამ დროს, დაახლოებით, ორ საათზე მეტია ყურადღებით გისმენთ და საქართველოს პარლამენტში, სადაც ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, ევროინტეგრაციაზე და პირველ რიგში, ამაზე უნდა გვესაუბრებოდეს „ქართული ოცნება“, ამის ნაცვლად ერთადერთი რაც გვესმის ეს არის კინკლაობა, ჩხუბი, რაღაც გაუგებარი დავა „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ ვფიქრობდეთ, როგორი იქნება ქვეყნის მომავალი, რომელ მხარეს აღმოვჩნდებით, როდესაც მსოფლიოს ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება, პირდაპირ გეტყვით ვმსჯელობთ სისულელეებზე.

მეტსაც გეტყვით, ამ გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რასაც გისმენთ, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ორივეს ფეხებზე გკიდიათ საქართველოც, საქართველოს მოქალაქეც და ერთადერთი, რაც გაინტერესებთ არის რაღაც პირადი, გაუგებარი ინტერესები.“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციას: არ გაბედოთ… რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით!

ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს მიმართავს, “Z” სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზების შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდება განიხილონ

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები